სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები შეთანხმებას, რომ ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ
ისრაელში საქართველოს მოქალაქეების დროებით დასაქმებასთან დაკავშირებით საქართველოსა და ისრაელს შორის შეთანხმებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა.
პრეზიდენტი მიესალმება აღნიშნულ შეთანხმებას და მადლიერებას გამოხატავს, რომ პანდემიის მიუხედავად, ეს პროცესი დროულად დასრულდა.
„ისრაელში საქართველოს მოქალაქეები დროებით დასაქმებას შეძლებენ – მივესალმები ამ შეთანხმებას და მადლობელი ვარ, რომ მიუხედავად კორონავირუსის პანდემიისა, პროცესი დროულად დასრულდა.
ისრაელში პრეზიდენტ რივლინთან შეხვედრისას ვისაუბრე სწორედ ამ დოკუმენტის გაფორმების მნიშვნელობაზე. მოხარული ვარ, რომ ხელი მოეწერა ძალიან სასარგებლო შეთანხმებას“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ისრაელში საქართველოს ელჩის, ლაშა ჟვანიას ცნობით, საქართველოს მთავრობასა და ისრაელის სახელმწიფოს შორის ისრაელში საქართველოს მოქალაქეთა დროებითი დასაქმების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა.