სალომე ზურაბიშვილი - მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მიმართ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნატო-ს კომუნიკეს ეხმაურება.
„მივესალმები ნატო-ს განახლებულ და მტკიცე ვალდებულებას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის, ასევე ღია კარის პოლიტიკის მიმართ. ინტეგრაციისკენ მიმავალი ჩვენი გზა ნათელია და ძლიერდება ჩვენი პარტნიორების სოლიდარობით“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ბრიუსელის ნატო-ს სამიტის შემდეგ გამოქვეყნებულ დასკვნით დოკუმენტში გამოხატულია მხარდაჭერა საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვას ტერიტორიული მთლიანობისადმი.