სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში გამართული შეხვედრების ფოტოებს აქვეყნებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიუნხენში გამართული შეხვედრების ფოტოებს აქვეყნებს.
ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ დიასპორის წარმომადგენლებსა და სტუდენტებს შეხვდა, ასევე დაესწრო წირვას ვახტანგ გორგასლის სახელობის ეკლესიაში.
კიდევ ერთი შეხვედრა ბავარიის ფედერალურ მინისტრთან გაიმართა, სადაც საუბარი შეეხო ბიზნესკავშირების პოტენციალს.