სალომე ზურაბიშვილი - მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება, ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მინსკში „რაინეარის“, ათენი-ვილნიუსის რეისის იძულებით დასმასა და ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტის, რომან პროტასევიჩის დაკავებას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება.
„მიუღებელია „რაინეარის“ რეისის იძულებითი დაშვება ბელარუსში და ჟურნალისტის დაკავება. ამით დაირღვა მრავალი საერთაშორისო ნორმა, რომლის უგულებელყოფაც შეუძლებელია“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
მინსკში ოპოზიციურად განწყობილი ჟურნალისტი რომან პროტასევიჩი 23 მაისს დააკავეს, რომელსაც ბელარუსის ხელისუფლება მასობრივი არეულობის ორგანიზებაში სდებს ბრალს.
პროტასევიჩი ავიაკომპანია „რაინეარის“ თვითმფრინავით, ათენიდან ვილნიუსში მიემგზავრებოდა, თუმცა, ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შესული ინფორმაციის საფუძველზე, თვითმფრინავი ავარიულად დაეშვა მინსკის აეროპორტში, სადაც ის სამართალდამცველებმა დააკავეს. თავად რომან პროტასევიჩი რეისის დაწყებამდე იუწყებოდა, რომ აეროპორტში მას უთვალთვალებდნენ და მისი პასპორტისა და დოკუმენტებისთვის ფოტოების გადაღებას ცდილობდნენ.
რომან პროტასევიჩს ბელარუსში 15-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.