სალომე ზურაბიშვილი - მინდა ვიყო ეფექტური, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ
აჭარაში, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში სალომე ზურაბიშვილი დღეს ხელვაჩაურის მოსახლეობას შეხვდა.
„ყველაფრის შემძლე ნამდვილად არ ვიქნები. ვფიქრობ, ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც „ზეპრეზიდენტი“ და არც ,,ყოვლისშემძლე“ პრეზიდენტი. ქვეყანას ადამიანური, ჩვეულებრივი პრეზიდენტი ესაჭიროება, რომელიც თქვენთვის ადვილად ხელმისაწვდომი იქნება.
მინდა ვიყო ეფექტური, შედეგიანი პრეზიდენტი და ამისთვის ერთად უნდა ვიმუშაოთ. თქვენ უნდა მომცეთ თქვენი პროგრამა. არჩევნების შემდეგ იწყება ჩვენი ერთობლივი, ნამდვილი საქმე, როცა თქვენ მოხვალთ ჩემთან იმისათვის, რომ გამიზიაროთ რა პრობლემები არსებობს და როგორ ხედავთ მათი გადაჭრის გზებს.
ვიცი და მჯერა, რომ ბევრი გიფიქრიათ ამ საკითხზე და სწორედ ამიტომ, არსებული პრობლემები ერთად უნდა გავიაზროთ და გადავჭრათ“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ინფორმაციას სალომე ზურაბიშვილის პრესსამსახური ავრცელებს.