სალომე ზურაბიშვილი - მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და არ არის ჩამოშორებული მოქალაქეებისგან
მინდა, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, დადის ქუჩაში და არ არის ჩამოშორებული მოქალაქეებისგან, – ამის შესახებ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პირველ არხს განუცხადა.
არჩეული პრეზიდენტის დღევანდელ გეგმებში უცხოურ საინფორმაციო საშუალებებთან ინტერვიუებია.
„შეგრძნება იყო ფანტასტიკური, როცა დილიდან პატრიარქთან ვიყავი, ჯერ ერთი, მან პირველმა მომილოცა და შემდეგ ვიყავი შეხვედრაზე. ამავე დროს, იყო ჩვეულებრივი დღე და მინდა, გაგრძელდეს ასე, ვიყო ჩვეულებრივი პრეზიდენტი, რომელიც ყავას სვამს, რომელიც დადის ქუჩაში და, რომელიც არ არის მოქალაქეებისგან ჩამოშორებული. ვნახოთ, რამდენად გამომივა. ახლა მაქვს ძალიან დიდი გეგმები. უცხოურ პრესასთან მაქვს პირდაპირ ჩართვები და ალბათ, დღევანდელი დღე ეს იქნება. საჭიროა, რომ დღეს მათ დავუთმო დრო, რადგან ამ დღეებში გადის ინფორმაციები ჩვენი არჩევნების შესახებ, რაც ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.