სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე კვირას ვილნიუსში ვალდას ადამკუსის სახელობის კონფერენციას დაესწრება
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიმდინარე კვირას ვილნიუსში ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის, ვალდას ადამკუსის სახელობის კონფერენციას დაესწრება. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა „ბალტიკ თაიმსი“ ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, სალომე ზურაბიშვილთან ერთად ტრადიციულ კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებს ასევე მოლდოვის პრემიერ-მინისტრი მაია სანდუ.
ორგანიზატორების განცხადებით, ღონისძიებაზე მოწვეულია უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმირ ზელენსკიც, რომელიც დატვირთული გრაფიკის გამო, ლიეტუვაში ვერ ჩავა.
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის კონფერენცია 22-23 აგვისტოს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების, ასევე აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე. კონფერენციაზე სტუმრებს ლიეტუვის პრეზიდენტი გიტანას ნაუსედა უმასპინძლებს. მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან ამერიკელი, გერმანელი, პოლონელი, რუმინელი, ლატვიელი და უკრაინელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.