საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აზერბაიჯანის პირველ ვიცე-პრეზიდენტსა და პირველ ლედის, მეჰრიბან ალიევას შეხვდა.
შეხვედრის ამსახველ ფოტომასალას სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ აქვეყნებს.
ამასთან, საქართველოს პრეზიდენტი ასევე შეხვდა პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ქალიშვილსა და ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ლეილა ალიევას.
„დიდი პატივია აზერბაიჯანის ვიცე-პრეზიდენტ მეჰრიბან ალიევასა და ჰეიდარ ალიევის ფონდის ვიცე-პრეზიდენტ ლეილა ალიევასთან იმ საკითხების განხილვა, რაც კავკასიაში ქალი ლიდერებისთვის მნიშვნელოვანია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანში ვიზიტი დღეს დაიწყო. სალომე ზურაბიშვილმა პირველი შეხვედრა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან გამართა.