საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მარნეულის შესასვლელთან არსებულ ვითარებას ეცნობა.
როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, საქართველოს პრეზიდენტი მარნეულის შესასვლელთან განთავსებული თავდაცვის სამინისტროს მედპუნქტის საქმიანობას გაეცნო და სამართალდამცველებს გაესაუბრა.
სალომე ზურაბიშვილთან ერთად იმყოფება რეგიონულ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სოზარ სუბარიც.