სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლას, შეურაცხყოფას, აბსურდული ბრალდებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი
სალომე ზურაბიშვილი - მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლას, შეურაცხყოფას, აბსურდული ბრალდებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი

მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც გაუძლეს ყველანაირ ზეწოლასა და შეურაცხყოფას, აბსურდული ბრალდებების, არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სალომე ზურაბიშვილი იმპიჩმენტის საკითხზე საკონსტიტუციო სასამართლოში დღევანდელ პროცესს ეხმაურება.

„მადლობა ჩემს წარმომადგენლებს, რომლებმაც უპრეცედენტო სასამართლო პროცესზე გაუძლეს ყველანაირ ფსიქოლოგიურ, მორალურ ზეწოლასა და შეურაცხყოფას როგორც ჩემი, ასევე მათი მისამართით და აბსურდული ბრალდებებისა და არარსებული მტკიცებულებების პირობებში ღირსეულად დაიცვეს პრეზიდენტის ინსტიტუტი“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელის არსებითი განხილვა დღეს დაიწყო. სასამართლოში პრეზიდენტის წარმომადგენლები არიან მაია კოპალეიშვილი და თამარ ჩუგოშვილი. პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხთან დაკავშირებით მოსმენა ხვალ, 11:00 საათზე გაგრძელდება.