სალომე ზურაბიშვილი - მადლობა აშშ-ს ქართველი ხალხის მხარდაჭერისა და ევროკავშირში ინტეგრაციის ერთგულებისთვის
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველ ჯეიკ სალივანთან შეხვედრას „ტვიტერის“ მიკრობლოგზე ეხმაურება.
„მადლობა აშშ-ის ქართველი ხალხის მხარდაჭერისთვის, ასევე დემოკრატიული ღირებულებებისა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ მისი ერთგულებისთვის“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.