სალომე ზურაბიშვილი - ლგბტ პირების მიმართ ცენტრალურ დონეზე, ჩემს ადმინისტრაციასა ან სხვა უწყებაში დისკრიმინაცია არ არის
ლგბტ პირების მიმართ ცენტრალურ დონეზე, ჩემს ადმინისტრაციასა ან სხვა უწყებაში დისკრიმინაცი არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გერმანიის წარმომადგენლის, მარტინ პოლიაჩიკის კითხვას.
დეპუტატი საქართველოში ლგბტ პირების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხით დაინტერესდა.
„თქვენ ახსენეთ ლგბტ პირებთან დაკავშირებით შექმნილი სიტუაცია და აღნიშნეთ, რომ სიტუაცია რთულია. რისი გაკეთება შეგიძლიათ პირადად თქვენ, ასევე ჩვენ, პოლიტიკოსებს, თქვენს ქვეყანაში ამ ადამიანების სიტუაციის გასაუმჯობესებლად?“ – განაცხადა ფრანკ შვაბემ საქართველოს პრეზიდენტისადმი მიმართვისას.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, საქართველოში ლგბტ თემის მიმართ ცენტრალურ დონეზე, სხვადასხვა უწყებაში დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს.
„ლგბტ-სთან დაკავშირებით, არ ვფიქრობ, რომ ეს საკითხი უნდა გადავაჭარბოთ. ცენტრალურ დონეზე, ჩემს ადმინისტრაციაში ან სხვა უწყებაში დისკრიმინაცია არ არის. არ არის ინდივიდუალური საკითხები.
საქართველოში საკითხი ეხებოდა საჯარო დემონსტრაციებს, რომელიც საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის აღქმულია როგორც პოპულარიზაცია. ვფიქრობ, პროგრესს ვაღწევთ უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და ძალადობის პრევენციის მხრივ სხვადასხვა ჯგუფებს შორის, რომელთა შორის არიან გარკვეული ექსტრემისტული ჯგუფები. ვფიქრობ, უახლოეს თვეებსა და წლებში დავინახავთ, რომ ამ მიმართულებით პროგრესს ვაღწევთ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.