სალომე ზურაბიშვილი კოსმოსში გაგზავნილი „ჩაკრულოს“ შემსრულებელს ესტუმრა
კახეთში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მომღერალ როსტომ საღინაშვილს ესტუმრა, რომელიც 1977 წელს კოსმოსში გაგზავნილი სიმღერა „ჩაკრულოს“ ერთ-ერთი შემსრულებელია.
„41 წლის წინ მისი ხმა გაიგზავნა კოსმოსში. სწორედ მისი შესრულებით პოლიფონიური სიმღერა „ჩაკრულო“ გახდა Voyager Golden Record-ის პროექტის ნაწილი“, – წელს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
საქართველოს პრეზიდენტი კახეთს მეორე დღეა, სტუმრობს. ზურაბიშვილი რეგიონის ტურისტულ და სასოფლო-სამეურნეო პოტენციალს გაეცნო.