სალომე ზურაბიშვილი კინომწარმოებელი კომპანია Paramount Pictures-ის ხელმძღვანელს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ იორკში კინომწარმოებელი კომპანიის – Paramount Pictures ხელმძღვანელს, ჯიმ გიანოპულოსს შეხვდა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
შეხვედრა ბიზნესმენ მაიკ ბლუმბერგის მიერ ორგანიზებული გლობალური ბიზნეს ფორუმის ფარგლებში შედგა. საუბარი შეეხო პროგრამის „გადაიღე საქართველოში“ მომავალს და ჰოლივუდის კომპანიების მიერ საქართველოში ფილმების გადაღების პერსპექტივას.
სალომე ზურაბიშვილი დღეს ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს.