საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ხვალ საქართველოში აშშ-ის ელჩს, კელი დეგნანს შეხვდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს.
შეხვედრის დრო და სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
როგორც საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, შეხვედრის შესახებ დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.