სალომე ზურაბიშვილი - კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში, ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება
კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც ტარდება აღმოსავლეთ უკრაინაში. ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ომის პირობებში, – ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.
მისივე თქმით, რუსეთის მხრიდან ეს არის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია.
„მინდა, ვისარგებლო დღევანდელი დღით და ვთქვა, რომ ჩვენ კატეგორიულად უნდა დავგმოთ რეფერენდუმები, რომლებიც დღეს აღმოსავლეთ უკრაინაში ტარდება, რამეთუ ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს რეფერენდუმები ოკუპირებულ ტერიტორიაზე, თან ამ პერიოდში, ომის პირობებში. ეს არის რუსეთის უაღრესად ცინიკური ქმედება, რომელიც ჩვენთვის, მსოფლიოსთვის, ცივილიზებული ადამიანებისთვის სრულიად მიუღებელია“, – განუცხადა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს.