საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.
„თქვენო უწმინდესობავ, ჩემი და საქართველოს თითოეული მოქალაქის სახელით გილოცავთ 90 წლის იუბილეს. ვუსურვებ საქართველოს, უფლის შეწევნით, კიდევ მრავალ წელს ედგეთ სათავეში საქართველოს ეკლესიას“, – ნათქვამია პრეზიდენტის მისალოც წერილში.