სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი იაპონელ ხალხს იმპერატორ ნარუჰიტოს ტახტზე ასვლას ულოცავს და ქვეყანაში ახალი ერის დაწყების მნიშვნელობაზე საუბრობს.
„მაშინ, როდესაც ქრიზანთემის ტახტზე იმპერატორი ნარუჰიტო ავიდა, იაპონიის ხალხს ახალ, „რეოვას“ ეპოქაში ხანგრძლივ მშვიდობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.
ნარუჰიტო იაპონიის 126-ე იმპერატორია. ტახტი მას შემდეგ დაიკავა, რაც მამამისმა, იმპერატორმა აკიჰიტომ ტახტზე უარი განაცხადა. 85 წლის იმპერატორმა აკიჰიტომ ამის მიზეზად ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა დაასახელა.
ნარუჰიტოს ტახტზე ასვლით იაპონიაში ახალი საიმპერატორო ერა – „რეივა“ დაიწყო, რაც „ლამაზ ჰარმონიას“ ნიშნავს. წინა საიმპერატორო ერა „ჰეისეი“ („მშვიდობის მიღწევა“) 1989 წლის იანვრიდან გრძელდებოდა, როდესაც იმპერატორი ჰიროჰიტო გარდაიცვალა და ტახტი მისმა შვილმა, აკიჰიტომ დაიკავა. ნარუჰიტო სწავლობდა ოქსფორდის უნივერსიტეტში. ის იაპონიის ტახტის მემკვიდრე 28 წლის ასაკში გახდა. მისი მეუღლე მასაკო ოვადაა. მათ ერთი შვილი ჰყავთ – 18 წლის პრონცესა აიკო. ნარუჰიტოს ძმა, პრინცი ფუმიჰიტო ტახტის შემდეგი მემკვიდრეა.