სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.
„წარმოუდგენელი ცნობებია ჰაიტიდან, ძლიერი მიწისძვრის შედეგად ასობით მსხვერპლია. გულწრფელად ვუსამძიმრებ მათ ოჯახებს, რომლებმაც თავიანთი ახლობლები დაკარგეს. ეს მძიმე დღეებია ჰაიტელებისთვის. თანავუგრძნობ მათ და ვუსურვებ გამძლეობას და სიმტკიცეს“,- წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“.
ჰაიტიზე მიწისძვრის შედეგად 200-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. დანგრეულია ათობით შენობა. მოქალაქეების ნაწილი საავადმყოფოებშია გადაყვანილი.
ჰაიტიზე მიწისძვრის ეპიცენტრი დედაქალაქიდან 126 კილომეტრში მდებარეობდა. სტიქიის სიმძლავრე 7,2 მაგნიტუდას შეადგენდა.