სალომე ზურაბიშვილი - გველის რამდენიმე უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა, დარჩით სახლში
სალომე ზურაბიშვილი - გველის რამდენიმე უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა, დარჩით სახლში

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მოქალაქეებს შინ დარჩენისკენ მოუწოდებს.

როგორც პრეზიდენტმა დღევანდელი მიმართვისას განაცხადა, ერთიანობა და სოლიდარობა გადარჩენის იარაღია და არამხოლოდ დღეს.

„შინ დარჩენილებიც საერთო ლოცვას შინიდან შევუერთდებით. ამით გავაძლიერებთ ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას და უნდა ვიცოდეთ, რომ ერთიანობა და სოლიდარობა ჩვენი გადარჩენის იარაღი იქნება არა მხოლოდ დღეს, დაავადებასთან ბრძოლაში, არამედ ხვალაც, როცა დადგება ეკონომიკური და სოციალური გამოწვევების დრო.

დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, კანონი იკანონებს და როგორც აქამდე, სამაგალითოდ დავძლიეთ პირველი კრიზისული ეტაპი, ხვალინდელ მძიმე დღეებსაც გავუმკლავდებით.

და ბოლოს, ვიცით, რომ გველის ორი-სამი, თუ არა მეტი უმძიმესი კვირა, როცა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იქნება თქვენი სახლში დარჩენა. დარჩით სახლში“, – განაცხადა პრეზიდენტმა.