სალომე ზურაბიშვილი - გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით და თავისუფლებაა ის, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება
გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით და თავისუფლებაა ის, რაც ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ურეკში, ამომრჩეველთან შეხვედრაზე განაცხადა.
„გურია იყო ცნობილი თავისი თავისუფლებით. თუნდაც ის, რომ დამოუკიდებლობამდე გურიამ გამოაცხადა დამოუკიდებლობა ნიშანია, თუ რამდენად თავისუფალი მოქალაქეები ცხოვრობენ აქ. სწორედ ეს არის ის, რაც დღეს, ჩვენს ქვეყანას ძალიან სჭირდება, თავისუფალი და თავისუფლად მოაზროვნე საზოგადოება. სწორედ ეს არის ის, რაც სჭირდება მომავალ პრეზიდენტს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამომრჩევლებს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ურეკის კულტურის სახლში შეხვდა.