საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისგან, გრიგოლ ვაშაძისგან მოლოცვა ჯერ არ მიუღია.
ჟურნალისტის კითხვაზე, მიულოცა თუ არა კონკურენტმა არჩევნებში გამარჯვება, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა: „ვაშაძისგან სამწუხაროდ, მოლოცვა ჯერ არ მიმიღია, ველოდები”.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 ნოემბერს გაიმართა. არჩევნებში გამარჯვებისთვის იბრძოდნენ დამოუკიდებელი საპრეზიდენტო კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი და „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე. 59, 52 პროცენტით დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.