სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს
სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გორთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

„მწუხარებას გამოვთქვამ გორთან მომხდარი ტრაგედიის გამო. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებსა და ახლობლებს, დაზარალებულებს კი, სწრაფად გამოჯანმრთელებას ვუსურვებ“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გორთან ავტოსაგზაო შემთხვევა გვიან ღამით მოხდა. შემთხვევის შედეგად ექვსი ადამიანია გარდაცვლილი. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის მოქალაქე დააკავეს.