სალომე ზურაბიშვილი - გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა, თქვენს ოჯახებს, ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მართლმადიდებელ მრევლს ქრისტესშობის დღესასწაულს ულოცავს.
როგორც სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა.
„ყველა ქართველს და მართლმადიდებელ ოჯახს მთელ მსოფლიოში გილოცავთ შობას! დღევანდელი დღე სიყვარულისა და სიკეთის სიმბოლოა. თქვენს ოჯახებსა და ჩვენს ქვეყანას კეთილდღეობას და სიყვარულს ვუსურვებ. გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს“, – აღნიშნავს პრეზიდენტი.