სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელზეც პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავენ
სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უმაღლესი დონის კონფერენციაში მონაწილეობს, რომელზეც პანდემიის შემდგომი გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს განიხილავენ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გაერო-ს უმაღლესი დონის ონლაინკონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც „კოვიდ-19“-ის პანდემიისა და პანდემიის შემდგომი პერიოდის გლობალური განვითარების დაფინანსების მექანიზმებს ეძღვნება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიებაზე 60-მდე სახელმწიფოს მეთაური და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები „კოვიდ-19“-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის დაძლევასა და ამ პროცესში საერთაშორისო სოლიდარობის აუცილებლობაზე მსჯელობენ.

კონფერენციაზე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა.

კონფერენციის მონაწილეებს უკვე მიმართეს გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა; კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ; გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა; საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა; იაპონიის პრემიერ-მინისტრმა, სინძო აბემ; დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა.