სალომე ზურაბიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა
სალომე ზურაბიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა.

როგორც ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, საუბარი შეეხო საქართველოს სატრანსპორტო და შავი ზღვის ინფრასტრუქტურაში სამომავლო ევროპულ ინვესტიციებს.

დღესვე, სალომე ზურაბიშვილი მსოფლიო ბანკის ახალ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში სებასტიან მოლინეუსს, ასევე EBRD-ს ვიცე-პრეზიდენტს, პიერ ჰეილბრონეს შეხვდა.

საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ბათუმში მიმდინარე აღმოსავლეთ პარტნიორობის საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობენ.