სალომე ზურაბიშვილი - ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა და როგორ არაევროპულად იქცევიან ჩემი ოპონენტები, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ მისი ოპონენტები ევროპაზე ბევრს საუბრობენ, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.
„მე ყველაფერი ავუხსენი, რამდენად არაევროპული საარჩევნო გარემოა, ჩემი ოპონენტები როგორ არაევროპულად იქცევიან. მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ლაპარაკობენ ევროპაზე და თავიანთი პარტიის დასახელებაშიც ევროპა ფიგურირებს, მაინც ვერ გაიგეს, რას ნიშნავს ევროპული სტილის კამპანია.
დიდი იმედი მაქვს, ეს ქვეყანა მაინც გადავა ევროპულ კამპანიაზე და არამხოლოდ კამპანიაზე, არამედ ევროპულ მენტალიტეტზე, ამდენი აგრესიითა და სიძულვილით არ კეთდება საქმე“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი დღეს ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) არჩევნებზე სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელს, გეერტ არენს შეხვდა.