სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ხვდება
სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესტონეთის პრეზიდენტ კერსტი კალიულაიდს ხვდება.

ესტონეთის პირველი პირი ქართველ კოლეგას ტალინში, პრეზიდენტის სასახლეში მასპინძლობს.

პირისპირ შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.

შეხვედრის დაწყებამდე ესტონეთის პრეზიდენტის სასახლეში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური დახვედრა გაიმართა. სალომე ზურაბიშვილმა ჩანაწერების წიგნში ჩანაწერიც დატოვა.

სალომე ზურაბიშვილმა ესტონეთში ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო. დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის შეხვედრები ესტონეთის რესპუბლიკის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს, რიიგიკოგუს თავმჯდომარე ჰენ პოლუასთან და პრემიერ-მინისტრ იური რატასთან.