სალომე ზურაბიშვილი დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის სახელით გამართულ მიღებას დაესწრო
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ნიუ-იორკში აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და მისი მეუღლის, მელანია ტრამპის სახელით გამართულ ოფიციალურ მიღებას დაესწრო.
მიღება გაერო-ს გენერალური ასამბლეის სესიაში მონაწილეების პატივსაცემად შედგა. მიღების დაწყებამდე გადაღებული ფოტო ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოაქვეყნა.