სალომე ზურაბიშვილი ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ჟენევაში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 108-ე კონფერენციაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საერთაშორისო ორგანიზაციის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სალომე ზურაბიშვილი რეფორმებზე, მიღწევებზე, გამოწვევებზე, საქართველოს შრომის კანონმდებლობასა და სხვა საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას.
შვეიცარიის კონფედერაციაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი უკვე შეხვდა ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრ ერნა სოლბერგს. სალომე ზურაბიშვილი ასევე შეხვედრებს გამართავს ჟენევაში განლაგებული საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.