სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა „ინსტიტუციური კრახი" დააგვირგვინა 
სალომე ზურაბიშვილი - დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა „ინსტიტუციური კრახი" დააგვირგვინა 

პარლამენტის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე სასამართლოს განაჩენს ეხმაურება. მისი თქმით, აღნიშნულმა გადაწყვეტილებამ პროკურატურის მიმართ არსებული უნდობლობა გააღრმავა.

„არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია, მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია. პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა, რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა. დღევანდელმა სასამართლო განაჩენმა კი ეს “ინსტიტუციური კრახი” დააგვირგვინა. ბუნებრივია ამას ოპოზიცია იყენებს, რათა გასული თვის წარუმატებელი არეულობა გამართოს”,-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ დღეს შექმნილის სიტუაცია ხელისუფლებისთვის სერიოზული გამოწვევაა.

„ნათელია, რომ ხელისუფლების მიერ პროკურატურაში და სასამართლოში ჩატოვებული წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედდნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე- პროვოცირებული. ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება, რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას. უნდა იქნენ გადაყენებული მთავარი პროკურორი და ყველა, ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა. მთავარი დღეს არის ერთი – ხელისუფლებამ დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსური თავდაცვითი პოზიციის მაგივრად, მართვის ბერკეტები ხელში აიღოს, დროა გაიწმინდოს პროკურატურა, ეს დრო დიდი ხანია დადგა”,-აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.