საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ლიეტუვას რესპუბლიკას ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა ლიეტვის პრეზიდენტ გიტანას ნაუსედასთან და სიტყვით გამოსვლა პრეზიდენტ ვალდას ადამკუსის ყოველწლიური კონფერენციის გახსნაზე.
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის სიტყვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი ოკუპაცია და უკანონო ბორდერიზაცია იქნება.
ლიეტუვის ყოფილი პრეზიდენტის ვალდას ადამკუსის სახელობის კონფერენცია 22-23 აგვისტოს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება ევროპისა და აშშ-ის ურთიერთობების, ასევე აღმოსავლეთ სამეზობლოს პოლიტიკის საკითხებზე. მონაწილეებს შორის ასევე იქნებიან ამერიკელი, გერმანელი, პოლონელი, რუმინელი, ლატვიელი და უკრაინელი პოლიტიკოსები, დიპლომატები და ანალიტიკოსები.