სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის შენდობის დღე, მთავარია, შევუნდოთ ერთმანეთს
მართლმადიდებელი ეკლესია დღეს შენდობის დღეს, ანუ მიტევების კვირას აღნიშნავს. სამების საკათედრო ტაძარში წირვა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ აღავლინა.
წირვას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც დაესწრო.
წირვის დასრულების შემდეგ, საქართველოს პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და შენდობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
„დღეს არის შენდობის დღე. შემინდეთ და მომიტევეთ და რაც მთავარია, ერთმანეთს შევუნდოთ“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.