საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაზვერვის სამსახურის უფროსს, დავით სუჯაშვილს შეხვდა.
„შეხვედრისას განვიხილეთ ჩვენი ქვეყნის საგარეო გამოწვევები, რეგიონის უსაფრთხოების საკითხები და ასევე, საქართველოს დაზვერვის სამსახურში მიმდინარე მნიშვნელოვანი რეფორმები“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.