სალომე ზურაბიშვილი - ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან დავიწყოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა
საქართველოს პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ სოფელ ატოცში საოკუპაციო რეჟიმის მიერ ბორდერიზაციის სამუშაოები საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია.
„სოფელ ატოცში რუსეთის მიერ მავთულხლართების გაბმა ჩვენი ტერიტორიული სუვერენობის ხელყოფის კიდევ ერთი მაგალითია! დასაგმობი და არა მხოლოდ დასაგმობი! ჩვენი მოსახლეობის უსაფრთხოების დასაცავად აუცილებელია, ჩვენს პარტნიორებთან დავიწყოთ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა საოკუპაციო ხაზის საკითხის გამოსასწორებლად“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ფეისბუქზე“.
მისივე თქმით, პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, მუშაობას დაიწყებს ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და ამერიკელ პარტნიორებთან.