სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ლუგარის ცენტრის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას
ლუგარის ცენტრის მუშაობა მაღალ შეფასებას იმსახურებს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოში უნდა შენარჩუნდეს არსებული შედეგები და თავიდან იყოს აცილებული ვირუსის გავრცელების მეორე ტალღა.
„მინდა, ხაზი გავუსვა ლუგარის ცენტრის სამუშაოს პანდემიის ყველა ეტაპზე, ის მაღალ შეფასებას იმსახურებს. ჩვენ მზად ვართ, წინ აღვუდგეთ ამ ინსტიტუტის დისკრედიტაციის ნებისმიერ მცდელობას. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ შედეგები და უნდა ავიცილოთ მეორე ტალღა და რისკი, რომ აღარ მივიღოთ მკაცრი ზომები“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.