სალომე ზურაბიშვილი - ჩვენ არ ვიცით, რა არის პუტინის საბოლოო მიზანი, რაც არ უნდა ყოფილიყო მისი ამოცანა, ამ დროისთვის ვერ შესრულდა
ჩვენ არ ვიცით, რა არის პუტინის საბოლოო მიზანი, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა „სიენენთან“ ინტერვიუში განაცხადა.
„რაც არ უნდა ყოფილიყო პუტინის ამოცანა, ის ვერ შესრულდა ამ დროისთვის. რუსეთმა ვერ მოიგო, რაც მნიშვნელოვანია, ეს დიდი წარმატებაა უკრაინისთვის, უკრაინის ერთიანობისთვის და წინააღმდეგობისთვის. ვფიქრობ, ამას არავინ ელოდა და პირველ რიგში – პუტინი.
მე არ მგონია, რომ პუტინის სიტყვებს არავინ უნდა ენდოს, როდესაც ის ამბობს, რომ კიევზე თავდასხმებს შეამცირებს მოლაპარაკების გამო. არ მგონია, რომ პუტინის პოპულარობა გაზრდილია. საქართველოში ვიღებთ არა მხოლოდ უკრაინელ, არამედ რუს ლტოლვილებსაც. ამიტომ, ვფიქრობ, რომ პუტინისთვის უკრაინაში შეჭრა წარმატების მომტანი არ ყოფილა და დრო პუტინის სასარგებლოდ არ მუშაობს“,- განაცხადა ზურაბიშვილმა.