სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, შალვა რადიანის სახელობის სახლ-მუზეუმში კალანდობის დღესასწაულზე, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჩიჩილაკისა და კალანდობის კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შეტანის ინიციატივით გამოვიდა.
„მე ხელში მიჭირავს ჩიჩილაკი. ის დგას პრეზიდენტის სასახლეშიც. ესაა არაჩვეულებრივი ტრადიცია, რომელიც მოედო მთელ საქართველოს. გამოვდივარ ინიციატივით, რომ ჩვენ ჩიჩილაკი და გურული კალანდობა შევიტანოთ არამატერიალური მემკვიდრეობის ნუსხაში. ვთხოვ მემკვიდრეობის სააგენტოს და ამაში მეც შევიტან წვლილს, რომ შემდეგში გავიტანოთ იუნესკო-ში, რომ ეს მსოფლიო არამატერიალურ სიაში შევიდეს. ამავე დროს, ჩიჩილაკი არის ეკოლოგიური“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.