სალომე ზურაბიშვილი - ჩემს გამარჯვებას სამოქალაქო საზოგადოების დიდ გამარჯვებად ვაფასებ
სალომე ზურაბიშვილი - ჩემს გამარჯვებას სამოქალაქო საზოგადოების დიდ გამარჯვებად ვაფასებ

ჩემს გამარჯვებას სამოქალაქო საზოგადოების დიდ გამარჯვება ვაფასებ, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო შტაბში ჟურნალისტებს განუცხადა.

მან არჩევნების მეორე ტურის პირველადი შედეგები შეაფასა და აღნიშნა, რომ გამარჯვებას ელოდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ამ დროის მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი 59.6%-ით იმარჯვებს, „გაერთიანებული ოპოზიციის“ კანდიდატ გრიგოლ ვაშაძეს კი ხმათა 40.4% აქვს.