სალომე ზურაბიშვილი - ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები მქონდა მხოლოდ საკუთარ თავთან
ჩემს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით კონსულტაციები არ ყოფილა, კონსულტაციები მქონდა მხოლოდ საკუთარ თავთან, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა, სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად განაცხადა, ჰქონდა თუ არა კონსულტაციები ბიძინა ივანიშვილთან.
„ამ თემაზე კონსულტაციები არ ყოფილა, მე კონსულტაციები მქონდა ძირითადად ჩემ თავთან და არა მარტივი კონსულტაციები, რადგანაც დავაყენე ჩემი კანდიდატურა, როგორც დამოუკიდებელი კანდიდატი, რაც საჭირო იქნება და ვისთანაც საჭირო იქნება, ყველასთან მექნება კონსულტაციები. დამოუკიდებელი კანდიდატი არ ნიშნავს ეულ კანდიდატს, რომელიც მარტო არის ჩაკეტილი თავის სახლში, როგორც ვიყავი ამ დღეებში”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.