საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ცესკო-ს თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ორბელიანების სასახლეში გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში ჩატარებულ თვითმმართველობის არჩევნებზე, არჩევნების მიმდინარეობისას გამოვლენილ შესაძლო ხარვეზებზე, მეორე ტურის შედეგების შემთხვევითი შერჩევით გადათვლისა და ცესკო-ში შესული საჩივრების განხილვის მიმდინარეობაზე.