საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბულგარეთის პრეზიდენტ რუმენ რადევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრისას ბულგარეთის პრეზიდენტმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა და აღნიშნა, რომ ბულგარეთი საქართველოს სანდო პარტნიორი ქვეყნაა.
ამასთან, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველოში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და არსებულ საფრთხეებს. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავებასა და შავი ზღვის უსაფრთხობაზე.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, საქართველო ბულგარეთთან აქტიურად თანმშრომლობს ნატო-სთან და ევროკაშირთან ურთიერთობის გაღრმავების კუთხით. ბულგარეთი არის საქართველოს მხარდამჭერი ევროინტეგრაციის გზაზე.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთის რესპუბლიკაში სამუშაო ვიზიტით იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი დღეს უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის შეხვდა, რომელმაც საქართველოს პრეზიდენტი უკრაინაში მიიწვია.
სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში მეორე მსოფლიო ომის დაწყებიდან 80 წლისთავთან დაკავშირებულ ცერემონიაში მიიღებს მონაწილეობას. ასევე დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები სლოვაკეთის, ესტონეთის პრეზიდენტებთან და ბელგიის პრემიერ-მინისტრთან. პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვა გამოფენის „50 ქალი საქართველოდან“ გახსნასა და კონფერენციაზე „ქალთაროლი პოლიტიკაში.