სალომე ზურაბიშვილი - ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა
ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბათუმში სახლის ჩამონგრევასთან დაკავშირებით აცხადებს.
„ვდგავარ იმ ადამიანებისა და ოჯახების გვერდით, რომლებსაც ეს ტრაგედია შეეხოთ.
თანავუგრძნობ მათ და თანადგომას ვუცხადებ ამ უმძიმეს წუთებში.
მადლობა თითოეულ მაშველს ამ თავდადებული და დაუღალავი შრომისთვის.
ბოლო წუთამდე იმედია სიცოცხლის გადარჩენის და ამ იმედში ვერთიანდებით ყველა. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ვედრება“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.
ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის ნაწილი 8 ოქტომბერს, დაახლოებით 12:00 საათზე ჩამოინგრა. კორპუსის ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მალევე მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს, რომელიც უკვე გაეწერა კლინიკიდან. მაშველებმა ნანგრევებიდან შემდგომ ამოიყვანეს შუახნის ქალი. მოგვიანებით, ამოიყვანეს მამაკაცი.
ცოტა ხნის წინ, ნანგრევებიდან მაშველებმა გარდაცვლილი ქალი ამოიყვანეს.
როგორც შსს-ში აცხადებენ, 26 მაისის ქუჩაზე საცხოვრებელ კორპუსის ნგრევის ფაქტზე დაწყებულია გამოძიება.