სალომე ზურაბიშვილი - ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს
ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე“ წერს.
პრეზიდენტი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან შვიდი წლის გასვლას ეხმაურება.
„დღეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების გაფორმების შვიდი წლისთავია! ბოლო წლებმა გვაჩვენა, რომ ევროპასთან დაახლოებაში მიღწეულ პროგრესს ალტერნატივა არ აქვს.
საქართველო ახლა მზადაა მეტისთვისთვის და ევროკავშირში ინტეგრაციის მეტი კონკრეტული ნაბიჯებისთვის“, – წერს ზურაბიშვილი.