სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტულის მინიჭებას ულოცავს.
„გილოცავთ და კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საპატიო ლეგიონის ორდენოსანთა რიგებში. თქვენი წვლილი დემოკრატიის, ასევე საფრანგეთ-საქართველოს შორის კავშირების განვითარებაში, თქვენი მეცენატობა და თბილისის ფრანგული სკოლის დაარსება სათანადოდ იქნა აღიარებული“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ ტვიტერში.
საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა საქათველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალერის ტიტული მიანიჭა.