სალომე ზურაბიშვილი - აუტიზმის ცენტრის მშენებლობა წინგადადგმული ნაბიჯია იმ დარგში, რომელშიც საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ
სალომე ზურაბიშვილი - აუტიზმის ცენტრის მშენებლობა წინგადადგმული ნაბიჯია იმ დარგში, რომელშიც საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ

აუტიზმის ცენტრის მშენებლობა წინგადადგმული ნაბიჯია იმ დარგში, რომელშიც ჩვენ საკმაოდ ჩამორჩენილები ვართ, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, სარეაბილიტაციო ცენტრები საჭიროა როგორც თბილისში შშმ პირებისთვის, ასევე რეგიონებში.

„ახლა მოვიარე რეგიონები და იქაც სერიოზული პრობლემაა. ეს არის საწყისი იმ ძალიან სერიოზული და რთული გზის, რომელიც უნდა გაიაროს სახელმწიფომ, რომ დავეხმაროთ ამ ადამიანებს. მთლიანად ვიქნები ჩართული, რომ ისინი შემოვიყვანოთ საზოგადოებაში, რომ საზოგადოება გახდეს ინკლუზიური. ეს არის ერთ-ერთი პირველი ნიშანი ევროპულობის, რისკენაც მივდივართ და რომელიც მოითხოვს მთელი სამოქალაქო საზოგადოებისგან ჩართულობას, რომ გავხდეთ ასეთი ღია და დამხმარე“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

მცხეთაში „მთავარანგელოზ გაბრიელისა და პეტრე მოციქულის სახელობის ფონდის“ აუტიზმის ცენტრის მშენებლობის პრეზენტაცია გაიმართა.