საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელ როს უილსონს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ურთიერთობის საკითხები, როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები და გამოითქვა მზაობა თანამშრომლობის გაღრმავებისთვის.
შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლაშა ჟვანია და ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე ქეთევან მახარაშვილი.