სალომე ზურაბიშვილი არჩევნების წინ ამნისტიას ამომრჩევლის მოსყიდვად მიიჩნევს, თუმცა აცხადებს, რომ მსჯავრდებულებისა და მათი ოჯახების გათვალისწინებით კანონს ხელი მოაწერა
სალომე ზურაბიშვილმა გაითვალისწინა, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა „ამნისტიის შესახებ“ კანონს, – ამის შესახებ აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
განცხადების მიხედვით, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ამნისტიის კანონის საპარლამენტო არჩევნების წინ მიღება არის ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
„საპარლამენტო არჩევნების წინ, პარლამენტის მიერ სახელისუფლო პარტიის ინიციატივით, ამნისტიის კანონის მიღება არის ცალსახად ამომრჩევლის ირიბი მოსყიდვა.
ამნისტია თავისი არსით არის ჰუმანური აქტი და ზოგადად, მისი მიღება მიზანშეწონილია არჩევნების დასრულების შემდეგ, ან არჩევნებამდე გაცილებით ადრე.
პრეზიდენტმა გაითვალისწინა ის, რომ ამნისტიას ელოდება მრავალი მსჯავრდებული და მათი ოჯახები და ხელი მოაწერა ,,ამნისტიის შესახებ კანონს“, – აღნიშნულია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.