სალომე ზურაბიშვილი - არასოდეს მითქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის სხვების მიერ თავს მოხვეული
არასოდეს მითქვამს, რომ ომი დაიწყო საქართველომ, ეს არის სხვების მიერ თავს მოხვეული, – ამის შესახებ პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ჯიპა-ს სტუდენტებთან შეხვედრისას, ერთ-ერთი სტუდენტის საპასუხოდ განაცხადა, რომელსაც ეცვა მაისური წარწერით: „ომი დაიწყო რუსეთმა“. პრეზიდენტობის კანდიდატმა მას სთხოვა, მაისურზე გაკეთებული წარწერა წაეკითხა.
სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებს საპრეზიდენტო პროგრამა გააცნო და ისაუბრა ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების აუცილებლობასა და საერთაშორისო ასპარეზზე ქვეყნის წარმოჩენის გზებზე.
შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობს.