სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს
სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.

შესაბამის განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.

„დღეს ამერიკის შეერთებული შტატები აღნიშნავს 4 ივლისს, თავის დამოუკიდებლობის დღეს. საქართველო და აშშ იზიარებენ გლობალური მშვიდობისა და კეთილდღეობის საერთო ხედვას და ტოლერანტობისა და სტუმართმოყვარეობის ადამიანურ ღირებულებებს. ჩვენ ამერიკელ მეგობრებსა და მოკავშირეებს გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერში“.